ცარიელი აზრები / Empty Thoughts

სიმამაცე — ყოფიერების დრამა - ეპ#21
სიმამაცე ხშირად დიდ, პათეტიკურ ჟესტად წარმოგვიდგენია - ქმედებად, რომელიც სამყაროს ცვლის და რომელსაც სხვები აუცილებლად დაინახავენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს თვისება თითქოს არავის სჭირდება? აზრი აქვს თუ არა ჩვენს არჩევანს მაშინ, როცა სიტყვას არაფრის შეცვლა შეუძლია და ჩვენი ქმედებები სამყაროსთვის შეუმჩნეველი რჩება?ამ ეპიზოდში განვიხილავთ:პაულ ტილიხის ეგზისტენციალურ ხედვას: რატომ იწყება სიმამაცე იქ, სადაც მისი მნიშვნელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება?შიშის ევოლუციას: ანტიკური ბედისწერიდან და შუა საუკუნეების დანაშაულის განცდიდან თანამედროვეობის „ღმერთის სიკვდილამდე“ და ეგზისტენციალურ უფსკრულამდე.სპინოზას Conatus-ს: როგორ გარდაიქმნება სიმამაცე მშვიდ თვითდამკვიდრებად - საკუთარი თავის შენარჩუნების შინაგან ძალად.ქართულ კონტექსტს: რუსთაველის ეპოქის ერთგულებიდან საბჭოთა დისიდენტების უხილავ, მაგრამ მტკიცე სიმამაცემდე.„სიმამაცე - ეს არის ყოფნა მიუხედავად ყველაფრისა.“მოუსმინეთ და გაიაზრეთ, რას ნიშნავს თქვა „დიახ“ საკუთარ არსებობაზე 21-ე საუკუნის ხმაურში. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.#სიმამაცე #ეგზისტენციალიზმი #ცარიელიაზრები #ფილოსოფია #პაულტილიხი #სპინოზა #ქართულიისტორია #მოტივაცია #თვითგანვითარება
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
