ცარიელი აზრები / Empty Thoughts

იმიტაციის კომფორტი - ეპ#34
1818 წელს ინგლისელმა ინჟინერმა უილიამ კუბიტმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც პატიმრების დასჯასა და იძულებით შრომას ემსახურებოდა. პატიმრები საათობით დააბიჯებდნენ უზარმაზარ მბრუნავ ბორბალზე, რათა მარცვლეული დაეფქვათ. ამ მექანიზმს „ტრედმილი“ უწოდეს. დღეს ჩვენ ნებაყოფლობით ვიხდით ფულს იმაში, რაც ოდესღაც მძიმე წამება იყო. რატომ ირჩევს თანამედროვე ადამიანი სპორტდარბაზის ფანჯრიდან უყუროს მზიან პარკს, თავად კი ნაბიჯები რეზინის ბილიკზე, კონდიციონერის ქვეშ ითვალოს? ნუთუ რეალობის მოთვინიერებულ ასლში ცხოვრება უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე თავად რეალობა? ბორხესის კარტოგრაფებიდან მარი ანტუანეტას ხელოვნურ სოფლამდე - ახალ ეპიზოდში ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვცვლით ნამდვილ განცდებს უსაფრთხო ილუზიებზე. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ. 🎧 მოუსმინეთ ეპიზოდს „იმიტაციის კომფორტი“ წამყვან პლატფორმებზე. „ცარიელი აზრები" - სივრცე ფიქრისთვის.
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
