ცარიელი აზრები / Empty Thoughts

სხვა სამყაროს ძიებაში. გულწრფელობის კვადაკვალ- ეპ#38
სად იმალება გულწრფელობა, როცა ყველგან აშკარაა ანგარება? 1957 წელს ახალგაზრდა გაბრიელ გარსია მარკესი მოსკოვში საბჭოთა სტუდენტებს რეკლამის არსს უხსნიდა, თუმცა მათ მხოლოდ გაეცინათ. ეს სიცილი არ ყოფილა გაუგებრობის ნიშანი - ეს იყო შეხვედრა ლოგიკასთან, რომელიც საკუთარი სიმართლის დასაცავად სხვის მოტყუებას გულისხმობს. ამ ეპიზოდში მარკესის, ანტონიონისა და მანსკის თვალით ვმოგზაურობთ და ვეძებთ ადგილს, რომელიც ჯერ კიდევ ხელუხლებელია ვაჭრობისა და მოხმარების წესებისგან. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა აღმოვაჩენთ, რომ ეს „სუფთა სამყარო“ აღარსად არსებობს და მისი არსებობა უბრალოდ წინასწარ მოფიქრებული დადგმაა? პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ. ●პოდკასტი „ცარიელი აზრები“- სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე. ●მოგვყევით და არ გამოტოვოთ ახალი ეპიზოდები.
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
