Skip to content
PodSubs
ShowsPeopleGuestsJobsNewsEvents
More
BlogPodCred
Menu
ShowsPeopleGuestsJobsNewsEventsBlogPodCredNetworksSign in
Join nowSign in
  • Shows
  • People
  • Jobs
  • News
  • More
    • Guests
    • Events
    • Blog
    • PodCred
    • Networks
    Join nowSign in

ცარიელი აზრები / Empty Thoughts

ცარიელი აზრები / Empty Thoughts artwork

ქორწინება, როგორც გარიგება - ეპ#26

Sep 2, 20269 minAudioSeason 1, Episode 26
ShareXLinkedInFacebookWhatsAppEmail

ხშირად გვგონია, რომ სიყვარული ყოველთვის იყო ქორწინების მთავარი საფუძველი. თუმცა, ისტორიას თუ გადავხედავთ, სურათი ბევრად უფრო რთული და პრაგმატულია. საუკუნეების განმავლობაში ქორწინება იყო არა გრძნობის, არამედ წესრიგის, ძალაუფლებისა და ეკონომიკური სტაბილურობის ინსტიტუტი.ამ ეპიზოდში განვიხილავთ:- ისტორიულ პარალელებს: რატომ იყო ძველ რომში ქორწინება უფრო სამართლებრივი კონტრაქტი, ვიდრე რომანტიკული კავშირი? - დინასტიურ პოლიტიკას: როგორ აგვარებდა ჰენრი VIII სახელმწიფოს „ბიოლოგიურ პრობლემებს“ ქორწინებით? - რომანტიკულ პარადოქსს: რატომ „ააფეთქა“ მე-18 საუკუნეში შემოჭრილმა სიყვარულმა ქორწინების მყარი ინსტიტუტი შიგნიდან? - თანამედროვეობას: როგორ ვეძებთ დღეს „ყველაზე ირაციონალურ გრძნობას“ მათემატიკური ალგორითმებისა და გაცნობის აპლიკაციების დახმარებით? ეს არის საუბარი იმაზე, თუ როგორ იქცა სიყვარული ფუფუნებიდან ვალდებულებად და რატომ არის გულწრფელობა ყველაზე დიდი რისკი თანამედროვე, ირონიით დაცულ სამყაროში.პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულიახელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.---🔍 ეპიზოდის შესახებ:„ცარიელი აზრები“ არის შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში სიღრმეს ეძებს. ჩვენი მიზანია, ფაქტებს მიღმა დავინახოთ ის მარადიული კანონზომიერებები, რომლებიც ეპოქიდან ეპოქამდე მეორდება.**მოუსმინეთ, დაფიქრდით და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი:**შეცვალა თუ არა სიყვარულმა ქორწინება უკეთესობისკენ, თუ პირიქით - გახადა ის უფრო მყიფე და არამდგრადი?#ცარიელიაზრები #ქორწინება #ისტორია #სიყვარული #ანალიტიკა #პოდკასტი #EmptyThoughts

Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.

Hosts and Guests

Nobody is credited on this episode yet.

Credit the people on this episode

Be the first to rate this episode

More episodes

All episodes
  1. სხვა სამყაროს ძიებაში. გულწრფელობის კვადაკვალ- ეპ#38

    Nov 22, 20265 minAudio

    სად იმალება გულწრფელობა, როცა ყველგან აშკარაა ანგარება? 1957 წელს ახალგაზრდა გაბრიელ გარსია მარკესი მოსკოვში საბჭოთა სტუდენტებს რეკლამის არსს უხსნიდა, თუმცა მათ მხოლოდ გაეცინათ. ეს სიცილი არ ყოფილა გაუგებრობის ნიშანი -...

    Credit the people on this episode

  2. დამარცხების ფასი - ან კეისარი, ან არაფერი - ცარიელი აზრები -ეპ#37

    Nov 15, 20264 minAudio

    ორი უზარმაზარი იმპერია - რომი და ჰანის ჩინეთი - ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. და მაინც, კრიზისში ორივემ თითქმის ერთი და იგივე დასკვნამდე მიაღწია: „ან კეისარი, ან არაფერი", „ან იმპერატორი, ან ყაჩაღი."...

    Credit the people on this episode

  3. სოციალური მიმიკრია - ეპ#36

    Nov 8, 20266 minAudio

    რატომ ხდება ადამიანი ასაკთან ერთად მლიქვნელი? - არა სისუსტის, არამედ გადარჩენის გამო. რომის სენატი, ცინის ჩინეთის მოხელეები და ვერსალის დიდებულები, სამი ეპოქა, ერთი კანონზომიერება: როცა კომპეტენცია იკარგება, მორჩილება...

    Credit the people on this episode

  4. პატარა სახელმწიფოების დიდი ხელოვნება - ეპ#35

    Nov 1, 20268 minAudio

    რატომ არის დრო პატარა სახელმწიფოებისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი? ამ ეპიზოდში ვიკვლევთ პატარა სახელმწიფოების პოლიტიკურ კულტურას - სამყაროს, სადაც გამარჯვება ყოველთვის ტერიტორიის გაფართოებას არ ნიშნავს, ხოლო ყველაზე...

    Credit the people on this episode

  5. იმიტაციის კომფორტი - ეპ#34

    Oct 25, 20266 minAudio

    1818 წელს ინგლისელმა ინჟინერმა უილიამ კუბიტმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც პატიმრების დასჯასა და იძულებით შრომას ემსახურებოდა. პატიმრები საათობით დააბიჯებდნენ უზარმაზარ მბრუნავ ბორბალზე, რათა მარცვლეული დაეფქვათ. ამ...

    Credit the people on this episode