ცარიელი აზრები / Empty Thoughts

მარადისობის ვერიფიკაცია - ეპ#23
ადამიანის მცდელობა, დაამტკიცოს საკუთარი არსებობა - მიქელანჯელოს მარმარილოდან სოციალური ქსელების ფასიან „ლურჯ ნიშნამდე“.მიქელანჯელომ თავისი სახელი ღვთისმშობლის მკერდზე ამოკვეთა, ლორდმა ბაირონმა - პართენონის სვეტზე, ჩვენ კი ციფრულ პლატფორმებს ვუხდით ფულს, რათა ჩვენს არსებობას ლურჯი ნიშნით დაადასტურონ. არის თუ არა ეს მარადისობის ძიება, თუ უბრალოდ მარკეტინგული ხაფანგი? ეპიზოდი მათთვის, ვისაც სურს დაინახოს, როგორ იქცა ეგზისტენციალური შიში კომერციულ პროდუქტად.
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
