ცარიელი აზრები / Empty Thoughts

მოლოდინი, როგორც მდგომარეობა - ეპ#27
რა ხდება მაშინ, როცა ისტორია თითქოს ჩერდება?როცა ომი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მოდის.როცა სამყაროს ძველი წესრიგი ინგრევა, ახალი კი ჯერ არ ჩანს.როცა ადამიანები უბრალოდ ელოდებიან.ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ მოლოდინზე - არა როგორც ემოციაზე, არამედ როგორც ისტორიულ მდგომარეობაზე.ედვარდ ჰოპერის გაყინული ქალაქებიდან, ჰანიბალის შემდეგ დადუმებულ რომამდე, „მჯდომარე ომიდან“ ესპანეთის სამოქალაქო ომის პარანოიამდე - ისტორია გვაჩვენებს, რომ ყველაზე გადამწყვეტი ცვლილებები ხშირად სწორედ პაუზებში იწყება.დღესაც, შესაძლოა, ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ.ტექნოლოგიური გაურკვევლობა, ხელოვნური ინტელექტი, იზოლაციისკენ მიბრუნებული სახელმწიფოები და მომავლის შიში - ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ სამყარო რაღაც დიდის მოლოდინშია გაჩერებული.პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულიახელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.🎙️ „ცარიელი აზრები“ - სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე.#პოდკასტი #ცარიელიაზრები #ისტორია #ფილოსოფია #AI #მოლოდინი #გეოპოლიტიკა
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
