ცარიელი აზრები / Empty Thoughts

მარტოობა ციფრულ სამყაროში — კავშირის ილუზია - ეპ#17
ჩვენი ეპოქის მთავარი პარადოქსი: რაც უფრო მეტად ვართ დაკავშირებულნი, მით უფრო მძაფრად ვგრძნობთ თავს მარტო.ტექნოლოგიამ გააქრო გეოგრაფიული დისტანცია, მაგრამ, როგორც ჩანს, გააღრმავა ეგზისტენციალური უფსკრული ადამიანებს შორის. ამ ეპიზოდში ვცდილობთ ჩავწვდეთ ციფრული მარტოობის არსს არა როგორც ტექნოლოგიურ ხარვეზს, არამედ როგორც სოციალურ და ფსიქოლოგიურ მოვლენას.ვუბრუნდებით ინდუსტრიული რევოლუციის დროს გაჩენილ გაუცხოებას და ერიხ ფრომის ეგზისტენციალურ თეორიებს. განვიხილავთ, თუ როგორ ემსგავსება თანამედროვე ურთიერთობები ბაზარს, სადაც ადამიანები პროდუქტებად ვიქეცით, და როგორ ცდილობს ციფრული კონფორმიზმი ჩაახშოს შინაგანი შფოთვა. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.საბოლოოდ, ვსვამთ კითხვას: ვინ ვართ ჩვენ, როცა ეკრანი ითიშება?დროის კოდები (Timestamps):0:00 - შესავალი: ციფრული პარადოქსი1:15 - ისტორიული ფესვები: ინდუსტრიული რევოლუცია და ანონიმურობა1:30 - ერიხ ფრომი და ეგზისტენციალური შფოთვა1:45 - ურთიერთობა, როგორც ბაზარი: ადამიანის შეფასება2:00 - ფსევდო-ერთობა: კონფორმიზმი და ციფრული „ბაბლები“3:15 - საკუთარ თავთან დარჩენის ხელოვნება: გაფანტულობის წინააღმდეგ4:30 - დასკვნა: ჭეშმარიტი კავშირიგამოიწერეთ არხი:თუ გაინტერესებთ ყოფიერების, ფილოსოფიისა და თანამედროვეობის სიღრმისეული ანალიზი მშვიდი ტონით, გამოიწერეთ „ცარიელი აზრები“.დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში: როდის გრძნობთ თავს უფრო მარტოდ - ონლაინ რეჟიმში თუ რეალურ სივრცეში?#მარტოობა #ციფრულისამყარო #სოციალურიქსელები #ფილოსოფია #ერიხფრომი #გაუცხოება #კავშირი #ცარიელიაზრები #პოდკასტი
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
