ცარიელი აზრები / Empty Thoughts

იქ, სადაც არ ვართ - ყურადღების მოკლე ისტორია -ეპ#30
თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობენ ილუზიას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველგან - ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მოვლენაში. შედეგად კი, ხშირად აღარსად ვართ. სხეულით ერთ ადგილას ვიმყოფებით, ყურადღებით კი - სრულიად სხვაგან.პოდკასტის ამ ეპიზოდში ვცდილობთ გავცდეთ პოპულარულ კლიშეებს „აქ და ახლა“ ცხოვრების შესახებ და ყურადღების ფენომენს ისტორიულ და კულტურულ ჭრილში შევხედოთ. გოეთეს ფაუსტიდან და ანტიკური რომიდან - მეცხრამეტე საუკუნის იაპონიამდე, მხატვარ კაცუშიკა ჰოკუსაის შემოქმედებამდე.რა დაგვაკარგვინა მექანიკურმა საათმა და როგორ დავაბრუნოთ მზერა იქ, სადაც რეალურად ვართ?✨ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდები. თითოეული ვიდეო არის სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე.დროის კოდები (Timestamps):0:00 - ფაუსტის ნატვრა და წამის გაჩერების ილუზია1:15 - რას ნიშნავდა Carpe Diem ანტიკურ სამყაროში?1:45 - როგორ დაყო საათმა დრო და რა დავკარგეთ3:10 - ტოკუგავას ეპოქა და ჰოკუსაის „ფუძის ოცდათექვსმეტი ხედი“3:50 - სად არის ჩვენი ყურადღება დღეს?პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულიახელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.#ცარიელიაზრები #პოდკასტი #ისტორია #ფილოსოფია #ჰოკუსაი #CarpeDiem
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
