ცარიელი აზრები / Empty Thoughts

ხალხის სახელით — განსხვავებული აზრის ისტორია - ეპ #14
როგორ ხდება, რომ საზოგადოება საკუთარ გმირებს, ფილოსოფოსებსა თუ მასწავლებლებს თავადვე სწირავს? არა მტრის ზეწოლით ან ძალადობით, არამედ საკუთარი, ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით. ამ ეპიზოდში ვმოგზაურობთ ისტორიაში და ვაკვირდებით ერთ უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეორდება: ძველი რომიდან და მანლიუსის სასამართლოდან, ათენსა და სოკრატეს განაჩენამდე, და მე-15 საუკუნის პრაღამდე, სადაც იან ჰუსი კოცონზე დაწვეს. იცვლება ეპოქები და ქალაქები, მაგრამ მექანიზმი იგივე რჩება - გმირი ხდება საფრთხე, ხოლო ფილოსოფოსი პრობლემა. დღეს მოედნები ციფრულმა სივრცეებმა ჩაანაცვლა, თუმცა განსხვავებული აზრის იზოლაციისა და დასჯის სურვილი კვლავ აქტუალურია. შესაძლებელია თუ არა ამ მექანიზმისგან თავის დაღწევა?ვუსმენთ ისტორიას და ვეძებთ პასუხებს.00:00 - შესავალი: ერთი უცნაური კითხვა მოვლენების მიღმა 00:40 - რომის გადამრჩენელი: მანლიუსის ისტორია და შეცვლილი სტატუსი01:20 - ათენი: რატომ გახდა სოკრატე ელიტებისთვის პრობლემა?02:30 - პრაღა: იან ჰუსი და ისტორიული კანონზომიერება03:20 - დასჯა „ხალხის სახელით“04:00 - ციფრული მოედანი: როგორ მუშაობს ეს მექანიზმი დღეს?04:20 - გამოსავლის ძიება: განდეგილობა თუ სრული ჩართულობა?05:00 - „ო, წმინდაო გულუბრყვილობავ“ - დასკვნა პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
