ცარიელი აზრები / Empty Thoughts

ვინ იცის, რა არის სწორი? პატერნალიზმი - კონფუციდან დღემდე- ეპ#31
თუ ადამიანებმა ყოველთვის არ იციან, რა არის მათთვის კარგი - ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები?ეს კითხვა ახალი არ არის.2500 წლის წინ კონფუცი წერდა, რომ ადამიანისთვის უფრო ადვილია რაიმეს გაკეთებინება, ვიდრე იმის ახსნა, რატომ უნდა გააკეთოს ეს. პლატონი ფიქრობდა, რომ საზოგადოებას ფილოსოფოსი უნდა მართავდეს - ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას სხვებზე უკეთ ხედავს. მე-20 საუკუნეში ედვარდ ბერნეისი ამტკიცებდა, რომ მასობრივი საზოგადოება გარკვეულწილად პროპაგანდას საჭიროებდა. ხოლო დღეს, რიჩარდ თალერის „Nudge“ და ალგორითმები ჩვენს არჩევანებზე ზემოქმედების ახალ ფორმებს ქმნიან.ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ პატერნალიზმის ისტორიაზე - იდეაზე, რომლის მიხედვითაც ვიღაცას შეუძლია ან უნდა იცოდეს, რა არის უკეთესი სხვებისთვის.📌 კონფუცი და ქცევის მართვა📌 პლატონის მღვიმე და ფილოსოფოსი-მეფე📌 ედვარდ ბერნეისი და პროპაგანდა📌 რიჩარდ თალერი, Nudge და ლიბერტარიანული პატერნალიზმი📌 ალგორითმები და არჩევანის არქიტექტურა📌 ვინ წყვეტს, რა გვაქვს ასარჩევად?პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულიახელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.🎧 „ცარიელი აზრები“ - მოკლე, შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში სიღრმეს ეძებს. თითოეული ეპიზოდი ისტორიულ პარალელებსა და თანამედროვე ანალიზს აერთიანებს, რათა დღევანდელობას უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ.თუ მოგეწონათ ეპიზოდი, გამოიწერეთ არხი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი:ვინ უნდა წყვეტდეს, რა არის სწორი - ექსპერტები, სახელმწიფო, ალგორითმები თუ თავად საზოგადოება?#ცარიელიაზრები #პატერნალიზმი #კონფუცი #პლატონი #Nudge #რიჩარდთალერი #ფილოსოფია #ისტორია #პროპაგანდა #ალგორითმები #ქცევითიეკონომიკა #PodcastGeorgia
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
