ცარიელი აზრები / Empty Thoughts

შრომის გაუცხოება - რატომ სძულთ ადამიანებს მუშაობა? - ეპ#29
კვირა საღამოს, როცა ორშაბათის მოახლოებას ვგრძნობთ, ბევრ ჩვენგანს ერთი და იგივე უხილავი სიმძიმე აწვება გულზე. თანამედროვე კულტურა გვარწმუნებს, რომ თუ ჩვენს „ნამდვილ გატაცებას“ (Passion) ვიპოვით, მუშაობა სიამოვნებად იქცევა. თუმცა, რეალობა ხშირად ემოციური გადაწვითა და იმედგაცრუებით სრულდება.„ცარიელი აზრების“ 29-ე ეპიზოდში სამუშაოს მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ. როგორ გარდაიქმნა შრომა ანტიკური ხანის „მონების ხვედრიდან“ და შუა საუკუნეების „სასჯელიდან“ მე-16 საუკუნის პროტესტანტულ „ღვთიურ მოწოდებად“? როგორ შეცვალა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ჩვენი კავშირი საკუთარი შრომის ნაყოფთან და რატომ გვახსენებს დღევანდელი კორპორაციული კრიზისი მე-19 საუკუნის ლუდიტების პროტესტს?ჩვენ ვეძებთ მარადიულ კანონზომიერებას - რატომ იქცევა შრომა ტვირთად, როცა მას შემოქმედებითი საწყისი და ავტონომია ეცლება, და რატომ ვერ პოულობს თანამედროვე ადამიანი ცხოვრების აზრის ექსელის ცხრილებში.⏱ ეპიზოდის ქრონომეტრაჟი (Timestamps):● 00:00 - შესავალი: კვირა საღამოს შფოთვა და მოლოდინების კრიზისი.● 01:15 - ანტიკურობიდან შუა საუკუნეებამდე: შრომა, როგორც სასჯელი და კასტა.● 02:30 - მე-16 საუკუნე და პროტესტანტული ეთიკა: როგორ იქცა მუშაობა მორალურ მოვალეობად.● 04:10 - ინდუსტრიული რევოლუცია, მარქსი და შრომის გაუცხოება.● 05:25 - ლუდიტების ნამდვილი ისტორია: ბრძოლა კონტროლისთვის და არა პროგრესის წინააღმდეგ.● 06:40 - მე-20 საუკუნის კორპორაციული კაციდან 2020-იანების „Quiet Quitting“-ამდე.● 07:50 - დასკვნა: როგორ დავუბრუნოთ შრომას რეალისტური ჩარჩოები.პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულიახელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.გამოიწერეთ პოდკასტი „ცარიელი აზრები“ - სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე.
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
