ცარიელი აზრები / Empty Thoughts

რატომ ვართ ასე დაღლილები? - ეპ#18
გრძნობთ, რომ თითქოს სულ დარბიხართ, მაგრამ მაინც ვერაფერს ასწრებთ? გეუფლებათ თუ არა „გადაწვის“ (Burnout) შეგრძნება მაშინაც კი, როცა საყვარელ საქმეს აკეთებთ?ამ ეპიზოდში ჩვენ ვუღრმავდებით თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას - ქრონიკულ დაღლილობას. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ აკრძალვების ეპოქაში; ჩვენ ვცხოვრობთ „მიღწევის საზოგადოებაში“, სადაც მთავარი ლოზუნგია „შენ შეგიძლია!“. მაგრამ რა ფასად?ჩვენ განვიხილავთ ცნობილი კორეელ-გერმანელი ფილოსოფოსის, ბიუნ-ჩჰოლ ჰანის კონცეფციებს მისი წიგნიდან „დაღლილობის საზოგადოება“.დააჭირეთ „Like“-ს, გამოიწერეთ არხი და გაგვიზიარეთ კომენტარებში: ბოლოს როდის გქონდათ ნამდვილი, „განმკურნებელი დაღლილობის“ მომენტი? პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.🔗 გამოწერილი არხები და რესურსები: 📖 წიგნი: Byung-Chul Han - "The Burnout Society"
Audio and video play straight from the show's own hosting. PodSubs stores and serves no media.
